გამოცემა Times of Israel ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ღაზის სექტორისა და ლიბანის საზღვრების მიმდებარედ მცხოვრები ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პერიოდი 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
ამ დროისთვის ისრაელის სამხრეთში ჰამასის თავდასხმის, ხოლო ჩრდილოეთში ჰეზბოლასთან შეტაკებების გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 200 000-ზე მეტია.
ისრაელის სამაუწყებლო კომპანია Kan-ის მიხედვით, აღნიშნული გეგმა ისრაელის მთავრობას მილიარდობით შეკელი დაუჯდება.
16 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის საზღვრის მიმდებარე 28 დასახლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
22 ოქტომბერს კი გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე კიდევ 14 დასახლების ევაკუაციას გეგმავდა.