ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე კიდევ 14 დასახლების ევაკუაციას გეგმავს

Ayal Margolin/Flash90

ისრაელის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე კიდევ 14 დასახლების ევაკუაციას გეგმავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის ტერიტორიის გახშირებული სარაკეტო თავდასხმების გამო მიიღეს.

"ჰეზბოლა ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს. ისინი ამძაფრებენ სიტუაციას. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ თავდასხმას ვხედავთ. ნამდვილად მზადაა ლიბანის სახელმწიფო, ღაზაში ტერორისტების გამო, საფრთხე შეუქმნას ლიბანის კეთილდღეობას და ლიბანის სუვერენიტეტს? – ეს არის კითხვა, რომელიც ლიბანის ხელისუფლებამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს”. - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ევაკუირებულ მოსახლეობას საოჯახო სასტუმროებში განათავსებენ.


16 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის საზღვრის მიმდებარე 28 დასახლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. 

20 ოქტომბერს კი ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ და თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლება ქირიათ შმონას ევაკუაცია დაიწყო.

კომენტარები