ქართული ლეგიონი

"ბიჭებს სჯერათ რუსეთის დამარცხების" — ქართული ლეგიონის მხარდაჭერის ფონდის პრეზენტაცია

ქართული ლეგიონის მხარდაჭერის ფონდის პრეზენტაცია
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

24 ოქტომბერს, თბილისში, უკრაინაში ქართული ლეგიონის მხარდაჭერის ფონდის პრეზენტაცია გაიმართა, რაშიც მონაწილეობა ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა და მეთაურის მოადგილემ, ლევან ფიფიამ მიიღეს.

ღონისძიებაზე წარადგინეს ქართული ლეგიონის ახალი ოფიციალური ვებგვერდიც. მსურველებს ვებგვერდიდან შეეძლებათ გააკეთონ შემოწირულობები ქართული ლეგიონისთვის, ასევე გაეცნონ სიახლეებს ლეგიონის შესახებ. 

ამასთან ერთად, ღონისძიების მიმდინარეობისას ლეგიონის მეთაურის მოადგილემ, ლევან ფიფიამ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას უკრაინის ეროვნული გმირის ორდენი მის შვილს გადასცა.

"ლეგიონი შეიქმნა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან და უკვე აქამდე აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე. ბიჭები არიან ძალიან მოტივირებულები, სჯერათ გამარჯვების, სჯერათ, რომ რუსული იმპერია აუცილებლად დამარცხდება და საქართველო იქნება გამთლიანებული და გაბრწყინებული". - თქვა ფიფიამ ქართულ ლეგიონზე ლაპარაკისას.

კომენტარები