ქართული ლეგიონი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქათული ლეგიონის 70 წევრს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

ქართული ლეგიონის შევრონი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართული ლეგიონის 70 წევრს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

70 პირს შორის არის ლეგიონის ლიდერიც, მამუკა მამულაშვილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ მამულაშვილი იბირებდა ქართველებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ.

კომენტარები