სარკინიგზო კატასტროფა

ბანგლადეშში სარკინიგზო კატასტროფას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის აღმოსავლეთ ნაწილში სარკინიგზო კატასტროფას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ბჰაირაბში სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს დაეჯახა.

როგორც ადგილობრივი სარკინიგზო სამსახურის წარმომადგენელმა BBC Bengali-ს უთხრა, უბედური შემთხვევა გადამცემი სიგნალის შეცდომამ გამოიწვია.

ბანგლადეშის სარკინიგზო პოლიციის მმართველის თქმით, დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა და სავარაუდოა, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ მატარებლის გადაყირავების შედეგად ადამიანების ვაგონებიდან დროულად ამოყვანა გართულდა და დაღუპულთა დიდი ნაწილი ადგილზე გარდაიცვალა.

ბანგლადეშში სარკინიგზო კატასტროფები უხარისხო ინფრასტრუქტურის გამო იშვითი არ არის, სასიგნალო შეცდომების გარდა, წარსულში უბედური შემთხვევების მიზეზი ლიანდაგების მდგომარეობა და ლიანდაგების გადაკვეთის ადგილების კონტროლის ნაკლებობა გამხდარა.

კომენტარები