სარკინიგზო კატასტროფა

მისურის შტატში სარკინიგზო კატასტროფას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, მისურის შტატში სამგზავრო მატარაბელი სატვირთო მანქანას დაეჯახა და ლიანდაგებიდან გადავიდა. სარკინიგზო კატასტროფას, სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლოს ანჯელესიდან ჩიკაგოსკენ მიმავალ მატარებელში 243 მგზავრი იმყოფებოდა. ავარია ქალაქ მენდონთან მოცდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის დროს, სატვირთო მანქანა, ქალაქ მენდონთან ახლოს საზოგადოებრივ გადასასვლელს აფერხებდა. ავარიის შედეგად მატარებელთან და სატვირთო მანქანასთან ერთად, კიდევ 7 ავტომობილი დაზიანდა.

სამართალდამცველთა ცნობით, დაღუპულთა შორის ორი მატარებელში იმყოდებოდა, მესამე კი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო.

კომენტარები