სარკინიგზო კატასტროფა

ირანში მატარებლის რელსებიდან გადასვლას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის აღმოსავლეთ ნაწილში, ხორასანის პროვინციაში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელში 348 მგზავრი იმყოფებოდა. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი კი მატარებლის ექსკავატორთან შეჯახება გახდა, რომელითაც ადგილზე აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ.

ირანის გადაუდებელი სამუშაოების წარმომადგენლის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულთა დიდი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

წითელი ნახევარმთვარის ირანის ოფისის წარმომადგენლის ცნობით, რელსებიდან მატარებლის 11 ვაგონიდან 5 გადავიდა.

კომენტარები