ქართული ოცნება

კალაძე: 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც

არ მესმის, 1%-იანი გახარია რატომ უნდა იყოს საინტერესო. არ არის საინტერესო 1%-იან პარტიაზე გავაკეთო კომენტარი. ყველაფერი იდეალურად იქნება. ქართული ოცნება 2024 წელს აუცილებლად გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები. ასეთი მხარდაჭერა ქართულ ოცნებას 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები