ქართული ოცნება

ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის

ივანიშვილის მთავრობა ახალ უმაღლეს სასწავლებელს, საქართველოს დიპლომატიის აკადემიას ქმნის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია. სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ.

საქართველოს დიპლომატიის აკადემია დიპლომატიური სამსახურისთვის მაღალკვალიფიციურ კადრებს მოამზადებს. უწყებრივი დაქვემდებარება აკადემიას ხელს შეუწყობს სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში [...] მომავალი წლის სექტემბრიდან, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, დიპლომატიის აკადემია ფუნქციონირებას დაიწყებს. ჩვენი ამოცანაა, დიპლომატიური სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრები მოვამზადოთ, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის მნიშვნელოვანია". - თქვა კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები