საქსტატი

თბილისში უძრავი ქონების ფასები წინა წელთან შედარებით 15.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტასიტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 15.6% შეადგინა.

ასევე, საქსტატის ცნობით, აღნიშნული ინდექსი 2020 წლის საშუალოსთან შედარებით 35.9%-ით არის გაზრდილი.

მოცემული მაჩვენებელი მხოლოდ თბილისში არსებული ახალ საცხოვრებელი უძრავი ქონებით შემოიფარგლება და მრავალსართულიან ბინებსა და კერძო სახლებს მოიცავს.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (15.7%-ით), ისე კერძო სახლების (13.4%-ით) სეგმენტში.

ფასების ზრდა შეინიშნება 2022 წლის IV კვარტლის მონაცემთან შედარებითაც. უფრო ზუსტად კი ბინებზე ფასი 15.7%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის მესამე კვარტალური მონაცემით, ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკესა და საბურთალოზეა. ყველაზე იაფი ბინები ისანსა და სამგორში, კერძო სახლები კი ყველაზე იაფი სამგორისა და გლდანის რაიონებშია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

კომენტარები