კრიმინალი

იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით გიჩო მარგველაშვილი დააკავეს

ტაბულა

პოლიციამ გიჩო მარგველაშვილი და კიდევ კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ორივე პირის შემთხვევაში გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.

2023 წლის 4 მაისს გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ლა ვერასთან გიჩო მარგველაშვილს შეიარაღებული პირი დაესხა თავს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ქვედა კიდურების არეში დაზიანებები მიაყენა. ამის შემდეგ მარგველაშვილის დაცვამ თავდამსხმელს იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა

"მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი "გლოკ 17" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა. კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა". - ნათქვამი იყო საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

მარგველაშვილის დაცვის წევრი ბრალს არ აღიარებდა. მისივე თქმით, თავდამსხმელი გააფრთხილა, რომ პოლიციიდან იყო, თუმცა, მიუხედავად გაფრთხილებისა, მან ხელი ჯიბისკენ წაიღო, სადაც მეორე იარაღი ჰქონდა. 

კომენტარები