ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის პოლიციამ პალესტინელი თინეიჯერი ტერორისტული აქტის მცდელობისას დააკავა

(Hadas Parush/Flash90

ისრაელის პოლიციამ ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი 18 წლის პალესტინელი ბიჭი დააკავა, რომელიც იერუსალიმის სიახლოვეს გამშვებ პუნქთან ტერორისტულ აქტს გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინელი ბიჭი ქალაქ რამალადან იყო და ისრაელში არალეგალურად შევიდა.

ისრაელის პოლიციის ცნობით, პალესტინელმა ბიჭმა მანქანა იქირავა და იერუსალიმთან ახლოს ჰიზმას გამშვებ პუნქტზე მანქანით შეჭრას გეგმავდა. 

გამშვებ პუნქტთან პოლიციელებმა შენიშნეს მანქანა, რომელსაც საქარე მინა უკვე ჩამსხვრეული ჰქონდა და პუნქტს აუნთებელი ფარებით უახლოვდებოდა. მათ მძღოლს უთხრეს რომ გაჩერებულიყო თუმცა პალესტინელმა მძღოლმა შეეცადა გამშვებ პუნქტს და იქ მომუშავე ხალხს შეჯახებოდა. 

კომენტარები