ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

12 წლის ისრაელელი ნოაია, რომელიც გატაცებული ეგონათ, ბებიასთან ერთად მოკლული იპოვეს

ნოაია დანი

გამოცემა i24-ის ინფორმაციით, 12 წლის ისრაელელი ნოაია დანი, რომელიც ჰამასის მიერ გატაცებულად ითვლებოდა, 80 წლის ბებიასთან ერთად მოკლული იპოვეს. გამოცემის თქმით, ინფორმაციას ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ.

15 ოქტომბერს ისრაელის X-ის, ყოფილი Twitter-ის, გვერდზე გავრცელდა ცნობა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ აუტიზმის სპექტრის მქონე 12 წლის ნოია სახლიდან მძევლად აიყვანა.

რადგან ნოაია ჰარი პოტერის დიდი გულშემატკივარი იყო, ისრაელმა მომხდარზე ცნობიერების ასამაღლებლად ჰარი პოტერის ავტორს, ჯოან როულინგს დახმარება სთხოვა.

"ბავშვების გატაცება გულის ამრევი და სრულად გაუმართლებელია. ცხადი მიზეზების გამო, ამ სურათმა ჩემზე გავლენა იქონია. ვისურვებ, რომ ნოაია და ჰამასის მიერ აყვანილი სხვა მძევლები მალე და უსაფრთხოდ სახლში დაბრუნდნენ", - თქვა როულინგმა X-ზე.

კომენტარები