ეკვადორი

ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნები დანიელ ნობოამ მოიგო

Marcos Pin - AFP/Getty Images

ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს დანიელ ნობოა დაიკავებს.

35 წლის დანიელ ნობოა, ეკვადორის უმდიდრესი ადამიანისა და ხუთგზის საპრეზიდენტო კანდიდატის, ალვარო ნობოას ვაჟი, ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იქნება. 

"დღეს ჩვენ ისტორია შევქმენით. ეკვადორელმა ოჯახებმა აირჩიეს ახალი ეკვადორი, აირჩიეს ქვეყანა უსაფრთხოებითა და დასაქმებით". - წერს ნობოა X-ზე.

ეკვადორის საარჩევნო საბჭოს ცნობთ, ნობოამ დათვლილი ხმების 52.29% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, ლუიზა გონსალესმა 47.71%. ნობოას ამომრჩეველთა მესამედს 18-დან 29 წლამდე ადამიანები შეადგენდნენ.

ლუიზა გონსალესმა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, ახალ პრეზიდენტს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა.

დანიელ ნობოა ფიცს 25 ნოემბერს დადებს, თუმცა ქვეყნის მმართველის პოსტზე მხოლოდ 2025 წლამდე, 17 თვით, ანუ ამჟამინდელი პრეზიდენტის, გილერმო ლასოს საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე დარჩება.

ის თავის ამომრჩეველს კორუფციის აღკვეთასა და ქვეყანაში ძალადობის დონის შემცირებას ჰპირდება, ასევე ახალი ბიზნესების წახალისებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. 

შედეგებზე გავლენა აგვისტოს დასაწყისში ეკვადორის პრეზიდენტობის ორი კანდიდატის მკვლელობამ იქონია. 9 აგვისტოს ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წევრი, ფერნანდო ვილავიჩენციო, ხოლო 14 აგვისტოს ოპოზიციური პარტიის მოქალაქეების რევოლუციის ლიდერი, პედრო ბრიონესი მოკლეს. ბრიონესის თანაპარტიელმა ლუიზა გონსალესმა დაადასტურა, რომელიც წინასწარი შეფასებით საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერი კანდიდატი იყო. 

მკვლელობებმა ეკვადორში კრიმინალის მაღალი დონე თვალსაჩინო გახადა, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია კოკაინის ბუმით, რომლის ფარგლებშიც ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები და ადგილობრივი ბანდები მეტი ძალაუფლების მოპოვებას ძალადობრივი გზებით ცდილობენ.

კომენტარები