ეკვადორი

ეკვადორში ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პედრო ბრიონესი მოკლეს

AP Photo/ Dolores Ochoa

14 აგვისტოს ეკვადორში ოპოზიციური პარტიის მოქალაქეების რევოლუციის ლიდერი, პედრო ბრიონესი მოკლეს. ინფორმაცია მისმა თანაპარტიელმა ლუიზა გონსალესმა დაადასტურა, რომელიც წინასწარი შეფასებით საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერი კანდიდატია. სროლა ეკვადორის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, ესმერალდასში მოხდა. ბრიონესი ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტის რაფაელ კორეას პარტიის ლიდერი იყო. 

ეკვადორში 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. უკანასკნელი თვის მანძილზე აღნიშნული პოლიტიკური ნიშნით მკვლელობის მესამე შემთხვევაა. 10 აგვისტოს პრეზიდენტობის კანდიდატი ფერნანდო ვილავიჩენციო მოკლეს. 

მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ვილავიჩენციომ  ნაციონალურ ტელევიზიაში თქვა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი კრიმინალური ბანდის დაპატიმრებული ლიდერისაგან რამდენიმე სიკვდილის მუქარა მიიღო. მეორე დღეს პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის საქმეზე 6 კოლუმბიელი დააკავეს. ეკვადორის პოლიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მკვლელობის საქმეში კოლუმბიური ორგანიზებული კრიმინალური ბანდა იყო ჩართული. 

კომენტარები