ეკვადორი

ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერი ლუიზა გონსალესი გახდა

ლუიზა გონსალესი
Martin Mejia/AP

10 აგვისტოს ჩატარებულ ეკვადორის საპრეზიდენტო და საკანონმდებლო არჩევნების პირველ ტურში  Movimiento Revolución Ciudadana-ს პარტიის წარმომადგენელმა, ლუიზა გონსალესმა, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.

ეკვადორის ეროვნული საარჩევნო საბჭოს (CNE) თანახმად, რადგან პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა შეძლო მხარდამჭერთა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება, ოქტომბერში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, სადაც გონზალესი ამჟამად მეორე ადგილზე გასულ კანდიდატ დანიელ ნობოას შეხვდება.

"ეს წინასწარი შედეგები უკვე აჩვენებს ტენდენციას, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ეკვადორელები 15 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურზე წავლენ". - თქვა კვირას CNE-ს პრეზიდენტმა, დიანა ატამაინტმა.

შედეგებზე გავლენა აგვისტოს დასაწყისში ეკვადორის პრეზიდენტობის ორი კანდიდატის მკვლელობამ იქონია. 9 აგვისტოს ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წევრი ფერნანდო ვილავიჩენციო, ხოლო 14 აგვისტოს ოპოზიციური პარტიის მოქალაქეების რევოლუციის ლიდერი, პედრო ბრიონესი მოკლეს. ბრიონესის თანაპარტიელმა ლუიზა გონსალესმა დაადასტურა, რომელიც წინასწარი შეფასებით საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერი კანდიდატი იყო. 

მკვლელობებმა ეკვადორში კრიმინალის მაღალი დონე თვალსაჩინო გახადა, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია კოკაინის ბუმით, რომლის ფარგლებშიც ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები და ადგილობრივი ბანდები მეტი ძალაუფლების მოპოვებას ძალადობრივი გზებით ცდილობენ.

სიტუაციის გათვალისწინებით, არჩევნები მკაცრი უსაფრთხოების ზომებით ჩატარდა. კანდიდატები  ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით მოძრაობდნენ, ხოლო საარჩევნო უბნებზე მობილიზებული იყო შეიარაღებული დაცვა. ვილავიჩენციოს შემცვლელი, კრისტიან ზურიტა, რომელმაც ხმა დედაქალაქ კიტოში მისცა, ეკვადორის პოლიციისა და შეიარაღებული ძალების სპეციაური დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.

ექსპერტების მითითებით, ოქტომბრის მეორე ტურში გამარჯვებულს ეკვადორში კრიმინალურ დაჯგუფებების ქმედებების შესაზღუდად შედარებით ცოტა დრო ექნება, რამდენადაც ის თანამდებობას მხოლოდ 2025 წლამდე დაიკავებს. 

კომენტარები