საფრანგეთი-რუსეთი

საფრანგეთმა ქვეყნისთვის საშიშ პირთა სიაში 60 რუსი შეიყვანა

 МТПП

საფრანგეთმა ქვეყნისთვის საშიშ პირთა სიაში, ე.წ. S სიაში რუსეთის 60 მოქალაქე შეიყვანა. ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარდ დარმანინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

"S სიაში 60-მდე რუსია. მათ შორის, როგორც ჩანს, არიან ჩეჩნეთიდან ჩამოსული პირებიც. აქამდე ჩვენი ინსტრუქციები იყო იმ ადამიანების სისტემატური დეპორტაცია, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნიან". - თქვა მინისტრმა დარმანინმა.

მანვე აღნიშნა, რომ დასახელებული სამოცი პირიდან ორმოცი ციხეშია, დანარჩენი კი შეიძლება ქვეყნიდან დეპორტირებული იქნეს.

კომენტარები