საფრანგეთი-რუსეთი

პარიზში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

პარიზის პოლიცია
MICHEL EULER /AP /SIPA

პარიზის პროკურორების თქმით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და მისი წარმოებული ომის პროპაგანდის ხელშეწყობის ბრალდებით ხელისუფლებამ 3 პირი დააკავა. 

ქალაქის პროკურატურის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ერთ-ერთი დაკავებული, 40 წლის რუსული წარმომავლობის კაცი, ტრიუმფალურ თაღზე პრორუსული პოსტერების გაკვრისას დაინახეს. 

ამასთან, დაკავებული კაცი არასამთავრობო ორგანიზაციის SOS Donbass-ის ხელმძღვანელს, 40 წლის რუსეთის მოქალაქე ქალს ანგარიშებს აბარებდა. საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურში ეჭვობენ, რომ ქალი ფრანგული კომპანიების აღმასრულებელი პირებისგან ფინანსური ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

პროკურატორის ცნობით, რუსული წარმომავლობის ქალი საფრანგეთის შიდა სადაზვერვო სამსახურის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (DGIS) დაკვირვების ქვეშ უკვე დიდი ხანია იმყოფება.

მას შემდეგ, რაც DGIS-მა ქალთან დაკავშირებით "ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესებისთვის ზიანის მომტანი ქმედებები" აღმოაჩინა, სხვადასხვა სახის საეჭვო დანაშაულის გამოძიებისთვის მარტში საგამოძიებო მოსამართლე დაინიშნა. მათ შორის, საქმე ეხება "უცხო ძალის მოკავშირეობასაც", რაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე ბრალდებული კი 63 წლის კაცია.

კიდევ ერთი ეჭვმიტანილი კი, 58 წლის პირი, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ დატოვეს და პოლიციის განყოფილებაში კვირაში ერთხელ გამოცხადება დააკისრეს. 

კომენტარები