ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: მნიშვნელოვან ოპერაციებს მოსახლეობის მიერ ტერიტორიის დატოვების მერე დავიწყებთ

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ღაზის სექტორის საზღვართან, 2023 წლის 14 ოქტომბერი.
AP Photo/Ariel Schalit

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს ღაზაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს.

"ნამდვილად მნიშვნელოვანია, ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან ხელგაშლილები [მიცემული] დროის მხრივ. გაფრთხილება 25 საათზე მეტია რაც გავეცით... ახლა კი არ შემიძლია რამის თქმა, გარდა იმისა, რომ დროა, ღაზას მცხოვრებლებმა დატოვონ ტერიტორია." - თქვა ვიცეპოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა.

ღაზას 2 მილიონი მოსახლიდან ნახევარზე მეტი ცხოვრობს ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის დაცლაც ისრაელმა მოითხოვა.

მოწოდებები იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებმა აიღონ ნივთები და წავიდნენ სამხრეთში, რათა გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე და არ გახდნენ ჰამასის მსხვერპლნი, რამდენიმე დღეა კეთდება.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

კომენტარები