რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოკავშირეების მიხედვით, გამომძიებლებმა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის სამი ადვოკატის სახლი გაჩხრიკეს, მათგან ერთ-ერთი დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნის სამი ადვოკატის წინააღმდეგ "ექსტრემისტული ჯგუფის" წევრობაზე გამოძიება არის დაწყებული. ნავალნის მოკავშირეების თქმით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, იზოლაციაში მოაქციონ ისედაც უკვე პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი.
"დილის საათებში, პოლიციამ დაიწყო რეიდები ნავალნის სამი ადვოკატის სახლებში. ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დანარჩენი ორის შესახებ". – წერს ნავალნის მოკავშირე, მარია პევჩიხი X-ზე.
მისი თქმით, ნავალნი ყველანაირი სამართლებრივი დაცვისა და წარმომადგენლის გარეშე რჩება.
4 აგვისტოს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამართულ გასვლით სხდომაზე, ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.
13 ივლისს ალექსეი ნავალნიმ თავის Instagram-ის ანგარიშზე დაწერა, რომ მას პატიმრობაში 100 დღის მანძილზე ყოველდღიურად ვლადიმირ პუტინის ერთი და იგივე სიტყვის მოსმენას აიძულებდნენ.
19 მაისს საკუთარ სასამართლო პროცესზე ალექსეი ნავალნიმ საკუთარ სასამართლო პროცესზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის ომის წინააღმდეგ ახალი მასობრივი კამპანიის დაწყება დააანონსა.
პუტინის კრიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წელს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გერმანიაში ნავალნი ნერვული აგენტით მოწამლის გამო მკურნალობდა, რაშიც ის კრემლს ადანაშაულებდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში ნავალნის მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამართულ გასვლით სხდომაზე, ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.





