ალექსეი ნავალნის საქმე

ალექსეი ნავალნის ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯეს

ალექსეი ნავალნი მელეხოვოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამართულ სასამართლო პროცესზე, 2023 წლის 19 ივნისი
AP Photo/Alexander Zemlianichenko

პუტინის კრიტიკოსსა და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამართულ გასვლით სხდომაზე, ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.

სასამართლო პროცესი 19 ივნისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძლედა, ექსტრემიზმის საქმეზე გამართული ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში იმართებოდა.

ე.წ. ექსტრემიზმის საქმის ფარგლებში ალექსეი ნავალნის შვიდი მუხლით ედებოდა ბრალი, მათ შორის, ექსტრემისტული აქტივობების დაფინანსებში და წაქეზებასა და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში.

ამავე საქმეში ალექსეი ნავალნის Youtube-ის არხის ყოფილი ტექნიკური დირექტორი, დანიელ ხოლოდნი ფიგურირებს, რომლისთვისაც რუსული პროკურატურა 10-წლიან პატიმრობას ითხოვს.

ალექსეი ნავალნი თაღლითობის ბრალდებით უკვე იხდის 9-წლიან პატიმრობას ვლადიმირის რეგიონის მეექვსე კოლონიაში.


13 ივლისს ალექსეი ნავალნიმ თავის Instagram-ის ანგარიშზე დაწერა, რომ მას პატიმრობაში 100 დღის მანძილზე ყოველდღიურად ვლადიმირ პუტინის ერთი და იგივე სიტყვის მოსმენას აიძულებდნენ.

19 მაისს საკუთარ სასამართლო პროცესზე ალექსეი ნავალნიმ საკუთარ სასამართლო პროცესზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის ომის წინააღმდეგ ახალი მასობრივი კამპანიის დაწყება დააანონსა

პუტინის კრიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წელს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გერმანიაში ნავალნი ნერვული აგენტით მოწამლის გამო მკურნალობდა, რაშიც ის კრემლს ადანაშაულებდა. 

კომენტარები