ხშირად ვამბობდით, რომ შანსები 50/50-ზეა და ამას აქვს მარტივი ლოგიკა - ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, ან მოგვცემენ ან არა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ვითარდება. ეს არის ჩვენი აღქმა, ჩვენი შთაბეჭდილება. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ.
ტენდენცია არის დადებითი აშკარად, აქედან გამომდინარე, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რაც ბევრ რამეში ვლინდება, დეტალებში არც მინდა შევიდე, მაგრამ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საბოლოო ჯამში, შანსები არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით.





