რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქში აქტიური იერიში წამოიწყეს

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის შენობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით რუსეთი დონეცკის ოლქში, ავდეევკის, ტონენკოგოს, კერამიკისა და პერვომაისკის რაიონებში აქტიური იერიში წამოიწყო.

"ტანკებისა და ბრონირებული მანქანების დახმარებით მეტოქის სამი ბატალიონი შეტევაზე გადავიდა დონეცკის ოლქში, ავდეევკის, ტონენკოგოს, კერამიკისა და პერვომაისკის რაიონებში". – წერია გენერალური შტაბის მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და შეინარჩუნეს დაკავებული პოზიციები. 

გენშტაბის განცხადებით სულ ფრონტის ხაზზე დაფიქსირდა 108 შეტაკება, ასეთი მაღალი აქტივობა ბოლო დღეებში პირველად დაფიქსირდა. 

უკრაინის ცნობით განვლილ 24 საათში ჩამოგდებულია რუსული Су-25 და 7 მზვერავი დრონი.

კომენტარები