რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ჩამოვაგდეთ ავიაგამანადგურებელი СУ-25 და 7 დრონი

BBC

განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაგამანადგურებელი Су-25 და 7 დაზვერვის დრონი ჩამოაგდეს.

ინფორმაციას უკრაინის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ასევე უწყების განცხადებით უკრაინულმა არტილერიამ იერიში მიიტანა რუსულ სამხედრო ობიექტებზე.

"უკრაინის შეაირაღებულმა ძალებმა გასულ 24 საათში 11 საარტილერიო იერიში მიიტანა მტრის სამხედრო ობიექტებზე, განადგურებულია მეტოქის 9 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ასევე ჩამოგდებულია ავიაგამანადგურებელი Су-25 და 7 მზვერავი დრონი". – წერია შეიარაღებული ძალების პოსტში.

კომენტარები