ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: სირიის მხრიდან ისრაელში ჭურვები ისროლეს, საარტილერიო იერიშით ვუპასუხეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, რამდენიმე წუთის წინ სირიიდან ისრაელის მიმართულებით ნაღმსატყორცნებიდან ჭურვების გასროლა შენიშნეს, რასაც თავადაც ცეცხლით უპასუხეს.

IDF-ის წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის თქმით, გაშვებულ ჭურვთა ნაწილმა ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწია, მაგრამ დაუსახლებელ პუნქტებში ჩამოვარდა.

ჰაგარის ცნობითვე, იმ წერტილზე, საიდანაც სირიიდან ჭურვები გაუშვეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო საარტილერიო იერიში წამოიწყეს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები