კარვების კანონი

თალაკვაძე ჩარკვიანს: კანონში ლეიბებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის დაგეგმილი

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამარ ჩარკვიანს უპასუხა, რომ "კარვების კანონში" ლეიბებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იგეგმება.

"მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო. ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი". - თქვა თალაკვაძემ.

4 ოქტომბერს, პარტია კანონი და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე, თქვა, რომ სწორი იყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე კარვებსა და ლეიბებს ითხოვდა, რადგან ხელისუფლებას ამის ეშინია.

საქართველოს პარლამენტმა შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს, ე.წ. "კარვების კანონს" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომენტარები