კარვების კანონი

ჩარკვიანი: როგორი სწორი ვყოფილვარ, რუსთაველზე რომ კარვებსა და ლეიბებს ვითხოვდი, არა?

მინდა, ზოგიერთ ოპოზიციონერსაც ვუსაყვედურო. როგორი სწორი ვყოფილვარ, რუსთაველზე რომ კარვებსა და ლეიბებს ვითხოვდი, არა? თურმე, ხელისუფლებას როგორ ეშინია კარვებისა და ლეიბების, არა? იმიტომ, რომ პროტესტი რომ არის და ხან რომ ცივა, ხან რომ ცხელა და კარავს რომ დადგამ, დიახ, იქ ფერადი ლეიბიც გჭირდება, რადგან ქუჩიდან არ გამოხვიდე - როგორც ვარშავაში, დრამატული თეატრის წინ დადეს ფერადი ლეიბები, უხმოდ, ისე, რომ არავის ხმა არ ამოუღია და ღლიცინი არ დაუწყია. ოპოზიციის ზოგიერთი წევრი, ქართულ ოცნებაზე მეტად რომ ღლიცინებდა - იმიტომ მოვიდა ახლა სამარცხვინო, რუსული კანონი 2, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებთ. 

თქვა პარტია კანონი და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს, ე.წ. "კარვების კანონს".

"მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ, ეს მგონია გამოსავალი". - თქვა თაკო ჩარკვიანმა 2021 წლის 9 ნოემბერს, როცა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციამ აქციები დაიწყო.

კომენტარები