ე.წ. გადატრიალების საქმე

ზარქუა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს კომპეტენტურად. კიდევ ერთხელ წარმოჩნდა, რომ ის ანალიზი, რაც იყო რამდენიმე კვირის წინ პრევენციისთვის გაკეთებული, დამტკიცდა. ჩამოსულები იყვნენ მავნებლები, რომლებიც რევოლუციისთვის ამზადებდნენ საზოგადოებას და ამის მხილება მოხდა. 

რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, მე მგონია, რომ შეცდომაში არიან შეყვანილნი, ან რაღაც გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. ყველამ ხომ მოვუსმინეთ, იქ ონკოლოგიაზე არ იყო საუბარი, არც დედების დახმარების რაღაც ინიციატივებზე იყო საუბარი. იქ იყო საუბარი თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, როგორ ჩართონ ახალგაზრდები და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ სახელმწიფოში. აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ.

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაწყებულ გამოძიებაზე ამერიკის საელჩოს განცხადებას აფასებს.

კომენტარები