ე.წ. გადატრიალების საქმე

ჰერჩინსკი "კარვების კანონზე": EU მკაფიოდ უჭერს მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ "კარვების კანონის" შესახებ ისაუბრა. 

"რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას". - პირველი არხის ცნობით, თქვა ელჩი. 

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს პარლამენტის წევრებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა, თუ ის საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

5 ოქტომბერს პარლამენტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

კომენტარები