რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: 1 ოქტომბერს რუსეთში, სმოლენსკის ავიაქარხანას დრონებით თავს დავესხით

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, 1 ოქტომბერს რუსეთში, სმოლენსკის ავიაქარხანაზე დრონებით დარტყმა მიიტანეს.

საჰაერო თავდასხმის სამიზნე X-59-ის ტიპის რაკეტების მწარმოებელი ქარხანა იყო. დაზვერვის სამმართველოს ცნობით, ოთხი დრონიდან სამი სამიზნეს მოხვდა, შედეგად კი სხვადასხვა მოდიფიკაციის Х-59-ის ტიპის რაკეტების წარმოების პროცესი დაირღვა.

უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ  X-59-ის ტიპის რაკეტა ერთ-ერთია, რომელსაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე თავდახმისთვის იყენებს. რაკეტის მოქმედების რადიუსი 280 კილომეტრია.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა მსგავსი რაკეტები გამოიყენეს ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქებზე თავდასხმის დროს.

კომენტარები