რუსეთი-სომხეთი

რუსეთი: სომხეთის მიერ რომის სტატუტის მიღება ჩვენს ურთიერთობას გაართულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავო ოფისი მოსკოვში
MAXIM SHEMETOV/REUTERS

რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც წერია, რომ სომხეთის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მათ ურთიერთობას გაართულებს. განცხადებაში წერია, რომ ამ ნაბიჯს სომხეთ-რუსეთის ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან უარყოფითი შედეგები მოჰყვება.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირების შემთხვევაში, რთული წარმოსადგენია რუსი ლიდერების ოფიციალური ვიზიტები სომხეთის რესპუბლიკაში. რომის სტატუტთან შეერთებით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სომხეთშიც ძებნილი ომის დამნაშავე გახდება. 

რუსეთის დიპლომატიის დეპარტამენტის ცნობით, სომხეთმა არ გაითვალისწინა რუსეთის პოზიციები რომის სტატუტის რატიფიცირებასთან დაკავშირებით.

კომენტარები