რუსეთი-სომხეთი

პუტინის წარმომადგენელი: სომხური პროდუქციის ნაწილს აზერბაიჯანულით ჩავანაცვლებთ

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ბორის ტიტოვი

Sputnik Azerbaijan-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ტიტოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე სომხური პროდუქციის ნაწილს აზერბაიჯანული პროდუქცია ჩაანაცვლებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში სომხეთი ეკონომიკურ სირთულეებს წააწყდება.

მისი თქმით, შედეგები პირველ რიგში სომხეთის ეკონომიკას დააზარალებს და შეიძლება შეეხოს როგორც ენერგეტიკულ, ისე სასურსათო სექტორს. ტიტოვის განცხადებით, სომხეთისთვის ენერგორესურსების ფასები შესაძლოა ევროპულ დონეს მიუახლოვდეს, ხოლო შიდა ბაზარზე სურსათის ღირებულება გაიზარდოს.

"ხოლო იმას, რასაც სომხეთში დავკარგავთ, რა თქმა უნდა, სხვა წყაროებით ჩავანაცვლებთ, მათ შორის აზერბაიჯანით" - განაცხადა ტიტოვმა.

კომენტარები