ლიტვა

NATO ლიტვაში რუსეთის საჰაერო მონიტორინგის მიზნით AWACS–ის სადაზვერვო თვითმფრინავებს აგზავნის

NATO-ს საჰაერო სადესანტო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის ძალები
NATO

NATO ლიტვაში AWACS-ის ტიპის ელექტრონული საჰაერო დაზვერვის სისტემების გაგზავნას გეგმავს, პირველი თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე ხუთშაბათს, 28 სექტემბერს ჩავა. ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.  

NATO-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, დილან უაითის თქმით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა უკრაინაში ალიანსს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა. 

რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე ყურადღების გამახვილება განაპირობა. AWACS-ს თვითმფრინავებისა და რაკეტების ასობით კილომეტრის დაშორებით აღმოჩენა შეუძლია, ამის გამო ის NATO-ს ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მადლობას ვუხდი ლიტვას თვითმფრინავის თავის ტერიტორიაზე განთავსებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ალიანსის საერთო უსაფრთხოების სფეროში.” - ამბობს დილან უაითი. 

უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ, NATO-მ აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო თავდაცვა გააძლიერა. 2022 წლის თებერვლიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავების მონიტორინგისთვის AWACS-მა აღმოსავლეთ ევროპაში ასობით ფრენა განახორციელა.

კომენტარები