დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების მეორე დებატშიც არ მიიღო მონაწილება. დებატი 27 სექტემბერს კალიფორნიაში გაიმართა.
რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებში წინასწარი გამოკითხვებით ჩანს, რომ ტონალდ ტრამპი მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობს. დებატების მსვლელობის დროს დონალდ ტრამპი მიჩიგანში იმყოფებოდა და გაფიცულ მუშებს ხვდებოდა.
დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის პირველი დებატებიც გამოტოვა, რომელიც ვისკონსინში ჩატარდა. ტრამპი ამბობდა, რომ მას ისედაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და დებატში მისი მონაწილეობა საჭირო არაა.