2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ჰარისი: პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე

არჩევნების შედეგები უნდა მივიღოთ. ცოტა ხნის წინ მე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. მე მას ასევე ვუთხარი, რომ ჩვენ მას და მის გუნდს [ხელისუფლების] გადაცემაში და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დავეხმარებით. 

ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, რომ როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ამას ვაღიარებთ. ეს პრინციპი, სხვებთან ერთად, არის ის, რაც დემოკრატიას მონარქიისაგან ან ტირანიისაგან განასხვავებს და ნებისმიერმა, რომელიც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას ცდილობს, მას პატივი უნდა სცეს. ამასთანავე, ჩვენ ერთგულება გვმართებს არა პრეზიდენტის ან პარტიისადმი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი, ჩვენი სინსისა და ღმერთისადმი. 

თქვა აშშ-ს მოქმედმა ვიცეპრეზიდენტმა და საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხებულმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები