ეძგვერაძეზე თავდასხმა

გლდანში ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს

გლდანში, სამართალდამცველებმა ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ, ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე. ტაბულა ინფორმაციის შსს-ში გადამოწმებას ცდილობს, უწყებაში ჯერჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ირაკლი ეძგვერაძის თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"დალეწეს ყველაფერი შიგნით და ჩემი მეგობრები ძალიან ნაცემები არიან ყველანი.  მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 ადამიანი, ალბათ მეტი. მანქანებით შემოვარდნენ. 112-ის კამერებიც აყენია აქ. ყველაფერი აყენია. იმედია, ამოიღებენ - ძირს დაგვაგდეს, თავში მირტყეს, სულ თავში.  დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე ვეცემეთ, მომქცეოდნენ ისე, როგორც მომექცნენ. მეძახნდნენ, ხომ წამოგვაგე პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ". - ამბობს ეძგვერაძე.

კომენტარები