დონალდ ტრამპი

"არ გააკეთო ეს, ვლადიმირ, არ გააკეთო" – ტრამპი ომის დაწყებამდე პუტინთან საუბარზე

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი
PBS

აშშ-ს ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე Concerned Women For America თქვა, რომ ომის დაწყებამდე მან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, არ დაეწყო ომი.

"ოვალურ კაბინეტში ჩემს მოსვლამდე, როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, მე რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელ ომს მოვაგვარებ. ის არასდროს მოხდებოდა, მე რომ თეთრ სახლში ვყოფილიყავი. მე ამაზე პუტინს ველაპარაკე. ეს ძალიან ღიად ვუთხარი, მე მას ამაზე ვესაუბრე.

მე ვთქვი: "არ გააკეთო ეს, ვლადიმირ, არ გააკეთო, შენ დიდ შეცდომას უშვებ", მე მას კიდევ რამდენიმე რამ ვუთხარი. მან მითხრა - "შენ ამას არ გააკეთებ". მე ვთქვი - "კი, გავაკეთებ". მან სავარაუდოდ არ დამიჯერა, თუმცა, დამიჯერა 10 პროცენტით და სულ ეს იყო საჭირო. როგორც კი მე [პრეზიდენტის თანამდებობა] დავტოვე, მათ [რუსმა სამხედროებმა] ფორმირება დაიწყეს". - თქვა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები