პოლონეთი-რუსეთი

17 სექტემბრიდან პოლონეთში რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აიკრძალება

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ თქვა, რომ 17 სექტემბრიდან პოლონეთის ტერიტორიაზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აიკრძალება

"ეს აკრძალვა რუსულნომრიან სატვირთო მანქანებზე უკვე ვრცელდება. ეს საქმე უკვე დახურულია. არც ერთი რუსული მანქანაც არ შევა პოლონეთში. [...] ეს ეხება ყველა მანქანას, როგორც კომერციული, ისე პირადი მიზნებისთვის გამოყენებულს". - თქვა კამინსკიმ.

მისივე თქმით, ეს აკრძალვა ეხება როგორც რუსეთის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც რუსულნომრიანი მანქანებით მგზავრობენ. კამინსკიმ დასძინა, რომ "რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს პოლონეთში შესვლის უფლება არ აქვთ".

რუსულნომრიანი მანქანების მათ ტერიტორიებზე შესვლა უკვე აკრძალეს ლატვიამ, ესტონეთმა, ლიტვამ და ფინეთმა.

8 სექტემბერს ევროკიმისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას კრძალავს. რეკომენდაცია ეხება ტურისტებსაც. 

კომენტარები