პოლონეთი-რუსეთი

პოლონეთი რუსეთის ბოლო საკონსულოს დახურავს

რუსეთის საკონსულოს შენობა ქალაქ გდანსკში
RBC

პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის ბოლო საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის თქმით, გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან დივერსიულ ქმედებებს უკავშირდება.

მინისტრმა ვარშავა-ლუბინსკის სარკინიგზო მაგისტრალზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი აფეთქება იგულისხმა. 

შიკორსკის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა:

"პასუხი იქნება სარკისებური, რუსეთის მხარე საგრძნობლად შეამცირებს ქვეყანაში პოლონელი დიპლომატების წარმომადგენლობას".

სულ პოლონეთის ტერიტორიაზე დედაქალაქში მდებარე საელჩოს გარდა, 3 საკონსულო მოქმედებდა. 

2024 წელს პოზნანში რუსეთის პირველი საკონსულო დაიხურა. 2025 წლის მაისში გაუქმდა კრაკოვის საკონსულო. დარჩენილი საკონსულო, რომლის დახურვა ახლო მომავალში მოხდება ქალაქ გდანსკში მდებარეობს.

კომენტარები