რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BBC: ევპატორიაში უკრაინელებმა იერიში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სამიზნეებზე მიიტანეს

აფეთქება ევპატორიაში

BBC-სთან უკრაინის სამხედრო დაზვერვის წყარომ თქვა, რომ ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე ევპატორიაში მიტანი იერიში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და საზღვაო ძალებმა დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით შეასრულეს.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანდა ცეცხლი და კვამლი ქალაქის თავზე. იერიშთან დაკავშირებით, მოსკოვს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ნაცვლად ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თავდასხმა აღკვეთეს, ჩამოაგდეს უკრაინული დრონები და უპილოტო კატერები გაანადგურეს. 

BBC-ის დაზვერვის წყაროს ცნობით, უკრაინელებმა დრონები გამოიყენეს, რათა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადარები მწყობრიდან გამოეყვანათ, შემდეგ კი ფრთოსანი რაკეტებით იერიში საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამშვებ დანადგარებზე მიიტანეს.

"რადარების სადგურების მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ, საზღვაო დანაყოფებმა С-300-სა და С-400 Триумф-ის სისტემებზე, რომელთა ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს უტოლდება, იერიში ნეპტუნის ორი ფრთოსანი რაკეტით მიიტანეს". – თქვა BBC-ის ანონიმურმა წყარომ უკრაინის სამხედრო დაზვერვიდან.

ევპატორიაში გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმების ისმოდა. რუსეთის თავდაცვის სამინიტრო ირწმუნებოდა, რომ 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის სპიკერის, ნატალია გუმენიუკის თქმით, იერიში მიიტანეს სამხედრო დანიშნულების სამიზნეებზე.

კომენტარები