თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

მიშა მშვილდაძის საქმე შედეგის დადგომის გარეშე დაიხურა – ადვოკატი

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

მიშა მშვილდაძის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მშვილდაძის საქმის გამოძიება უწყებამ შედეგის დადგომის გარეშე დაასრულა. ადვოკატის თქმით, საქმე ისე დაიხურა, რომ დაზარალებულისთვის არ უჩვენებიათ საქმისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი კადრები.

ამასთან, გამოძიებამ არ გამოიყენა ის მტკიცებულებები, რომლებიც მედიამ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოიპოვა. მარიკაშვილის თქმით, დავა, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელონ.

თავად მშვილდაძის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები მტკიცებულებებს შერჩევითად მოიპოვებდნენ, რის გამოც გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა. 

"გამოძიებასთან მოთანამშრომლე სხვა სახელმწიფო სტრუტურები ძალიან შერჩევითად ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში მტკიცებულებების მოპოვებას - ანუ უნდა მოეპოვებინათ ყველაფერი, იმის გარდა, რაც მნიშვნელოვანი იყო. სულ ჩანდა, რომ რაღაცას იპოვებდნენ, მაგრამ არც ერთ კამერაზე არ ჩანდა დრო ან ის მომენტი, ან მანქანის ნომერი. ის, რომ ამ საქმეში სუსი მონაწილეობდა იმდენად ნათელი იყო, კადრში ჩანდნენ, როგორ დადიოდნენ. ტყუილს იძახიან ახლა მთელი სტრუქტურები. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მარტივად პროგნოზირება იყო ავტოკრატიულ მმართველობაში" - თქვა დაზარალებულმა.


მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ - უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა - "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". 

28 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ TV ფორმულას ერთ-ერთ წამყვანზ თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები