თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

კობახიძე მშვილდაძეზე: დედას იგინება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და მერე იღებს ამაზე პასუხს

"იქნება მისი გინების ბრალია, რომ ვიღაცამ, კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ იშვერს ხელს ხელისუფლებისკენ, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო პასუხი" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ TV ფორმულას წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის შესახებ დასმულ კითხვაზე თქვა.

"მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს. კაცი, რომელიც დედას იგინება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და მერე იღებს ამაზე პასუხს, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს, მე მგონი, პირველ რიგში, ჰო?

რა თქმა უნდა, მას აქვს პოლიტიკური მიზანი, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საკუთარ გულში ჩაიხედოს სინამდვილეში, როცა შეურაცხყოფას აყენებდა უამრავ ადამიანს თავის გარშემო. ისიც არის პოლარიზაციის ერთერთი მთავარი გამღვივებელი ჩვენს ქვეყანაში, ესეც ყველამ იცის" - ამბობს კობახიძე.


მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ - უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა - "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". 

28 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ TV ფორმულას ერთ-ერთ წამყვანზ თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები