თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. 

პროკურატურა გუგეშაშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ნიკოლოზ გუგეშაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა 22 აგვისტოს ჩაინიშნა. 

მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ - უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა - "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". 

28 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ TV ფორმულას ერთ-ერთ წამყვანზ თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები