შეტაკებები სუდანში

სუდანში ბაზარზე საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ბაზარზე თავდასხმას, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. ორგანიზაცია ექიმები საზღვრებს გარეშეს (MSF) ცნობით, თავდამსხმელებმა "ფეთქებადი იარაღი" გამოიყენეს.

როგორც ადგილობრივები მედიასთან აღნიშნავენ, ხარტუმის სამხრეთ ნაწილში, ბაზარს თავს სამხედრო თვითმფრინავით დაესხნენ.

აქტივისტების ჯგუფმა The Resistance Committees, რომელიც სუდანში ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ემხარება, სოციალურ მედიაში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ბაშერის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის ეზოში თეთრ ნაჭრებში გახვეული გვამები ჩანს. ამავე კლინიკაში გადაიყვანეს დაშავებულთა დიდი ნაწილი.

სუდანში სამოქალაქო ომი აპრილში არმიის მეთაური, გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანისა და გასამხედრობული დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) მეთაურს, გენერალ მოჰამედ ჰამდან დაგლოს შორის დაპირისპირების შედეგად დაიწყო.

სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები უკვე მეხუთე თვეა რაც გრძელდება. ამ დრომდე ვერცერთმა მხარემ შეძლო ხელშესახები უპირატესობის მოპოვება. 

13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ ახალ სამოქალაქო მთავრობაში ერთიანი არმიის ხელმძღვანელობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად იყო. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც ეროვნულ არმიაში RSF-ს ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა. ამ წინადადებას კი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით სუდანის არმია არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ერთიანი არმიის შექმნა არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მომხდარიყო. 

სამხედრო მმართველობის სამოქალაქოთი ჩანაცვლების მიზნით დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.

კომენტარები