შეტაკებები სუდანში

სუდანში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყებაა დაგეგმილი

სამხედრო საბჭოს უფროსის მოადგილე და გასამხედროებული ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) ხელმძღვანელი
REUTERS/Umit Bektash/File Photo

საუდის არაბეთი ქალაქ ჯიდაში დღეს, 6 მაისს სუდანის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

მას შემდეგ, რაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა, ეს იქნება პირველი მოლაპარაკება სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალებს შორის. 

სუდანის არმია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას. სწრაფი რეაგირების ძალებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. 

აშშ და საუდის არაბეთის ჯიდაში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის "წინასწარი მოლაპარაკებების" დაწყებას მიესალმებიან. 

მას შემდეგ, რაც სუდანის დედაქალაქ ხართუმში 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო, მოვლენებს, სულ მცირე, 420 მშვიდობიანი პირი ემსხვერპლა.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

კომენტარები