რუსული კანონი

საფრანგეთის საგარეო: ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას

French Ministry of Foreign Affairs

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რუსული კანონის რეინიცირებას და სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დარბევის მცდელობას გამოეხმაურა.

"საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად" - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშზე სოციალურ ქსელ X-ში. 

კომენტარები