რუსეთ-უკრაინის ომი

უკრაინაში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 2 უცხოელი მოხალისე, ხოლო 2 დაიჭრა

„გზა დახმარებისკენ“ მოხალისე პლატონივკაში, დონეცკის ოლქში
By Graeme Baker, BBC News

უკრაინაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი უცხოელი მოხალისე დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. არასამთავრობო ორგანიზაცია NGO Road to relief -მა განაცხადა, რომ კანადელი ენტონი იჰნატი გარდაიცვალა, ხოლო ესპანეთის მთავრობის თქმით, დაღუპულია ესპანელი ქალი - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაცია ესპანური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, მათი თქმით, ესპანელი ქალი დაიკარგა. თუმცა, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა კვირას განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ესპანელი ქალის დაიღუპა.  

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია Road to Relief -ის ცნობით, გერმანელი მოხალისე რუბენ მავიკი და შვედი იოჰან მათიას ტირი, მძიმედ დაშავდნენ, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მოხალისეები სლოვიანსკიდან ბახმუტის რაიონისკენ გაემგზავრნენ იმ მშვიდობიანი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებების ჰქონდათ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, მოხალისეების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური აღმოჩნდა ადგილობრივებისთვის.  რამდენიმე ევაკუაციის განხორციელება და საჭირო დახმარების მიწოდება უცხოელი მოხალისეების მიერ იყო "გადამწყვეტი დახმარების გაწევა 18 თვის განმავლობაში" - აცხადებენ Road to Relief-ში.

კომენტარები