სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ტრაგიკული მოვლენები, შესაძლოა, ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია

მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში, სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს, და ჩვენს საზოგადოებას.

არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში.

ამ დროს კი, როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთვნება, თუ პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენი საქციელის, მოუმზადებლობის, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია… ვაგრძელებთ ძველებურად - ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!

წერს სალომე ზურაბიშვილი თავის Facebook-პროფილზე. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გურიაში მომხდარ სტიქიას და ეროვნული არქივის კინოფირების საცავში გაჩენილ ხანძარს.

კომენტარები