სტიქია გურიაში

გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

Facebook post

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მესამე ცხედარი იპოვეს. დაღუპულთაგან ორი მოზარდია.

სამინისტროს თქმით, სტიქიის ზონიდან 50-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. 

კომენტარები