არჩევნები 2024

"ნორმალური არჩევანი" – დროა და გირჩი-მეტი თავისუფლება საარჩევნოდ გაერთიანდნენ

დროამ და გირჩი-მეტი თავისუფლებამ საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ორმა პარტიამ ვიდეორგოლი გაავრცელა - "დროა და გირჩი მეტი თავისუფლება - ნორმალური არჩევანი".

პარტიების განცხადებით, მათ აერთიანებთ:

  • ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან.
  • მომავლის მკაფიო ხედვა.
  • მოტივაცია, შეცვალონ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.

"ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის" - აღნიშნავს ორი პარტია.


გასულ წელს დროას და გირჩი-მეტი თავისუფლებას ერთობა კიდევ ერთ პარტიასთან, სტრატეგია აღმაშენებელთან ჰქონდა. თუმცა, 2023 წლის დასაწყისში ხოშტარიამ თქვა, რომ სამეულს საერთო სიაზე ლაპარაკი არ ექნებოდა.

2023 წლის ივლისში სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკური ალიანსი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან შექმნა და მას "გამარჯვების პლატფორმა" უწოდა.

კომენტარები